ტრამპის სასამართლო პროცესი 2024 წლის 4 მარტს, პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე დაიწყება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ისტორიული სასამართლო პროცესი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან არის დაკავშირებული, 2024 წლის 4 მარტს დაიწყება.

ასეთი გადაწყვეტილება საქმის ფედერალურმა მოსამართლემ, ტანია ჩუტკანმა მიიღო.

მისი თქმით, ”საზოგადოებას აქვს ამ საკითხის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის უფლება”.

სპეციალური პროკურორი, ჯეკ სმიტი პროცესის დაწყებას 2024 წლის 2 იანვარს ითხოვდა, ხოლო ტრამპის ადვოკატები – 2026 წლის აპრილს – არჩევნებიდან 17 თვის შემდეგ.

საბრალდებო დასკვნით ტრამპს ბრალი ედება ოთხი მუხლით, მათ შორის, შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის, ოფიციალური პროცედურების შეფერხება და მოქალაქეების უფლებების დარღვევის შეთქმულება.

61 წლის ტანია ჩუტკანმა, რომელიც ბარაკ ობამამ დანიშნა, მანამდე კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეებს მკაცრი განაჩენი გამოუტანა. ტრამპმა მას “უკიდურეს მიკერძოებულობაში” ადანაშაულებდა.

მედია წერს, რომ სასამართლო პროცესი სუპერ სამშაბათის წინა დღით დაიწყება, როდესაც 10-ზე მეტ შტატში პრაიმერიზები ტარდება.

გარდა ამისა, მომავალი წლის 25 მარტს ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე პორნომსახიობისთვის ფულის გადახდის საქმისთვის წარდგება, ხოლო მაისში დაიწყება სასამართლო ფლორიდაში საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო გამოყენების ბრალდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები