ელტონ ჯონი ჰოსპიტალიზებულია

ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი, ელტონ ჯონი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც საფრანგეთის, საკუთარ სახლში დაეცა.

ამის შესახებ ფრანგული გაზეთი – Nice Matin წერს.

შემთხვევა გვიან ღამით, მონ-ბორონეს სახლში მოხდა.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 76 წლის მომღერალმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

თავად ჯონს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აღნიშნულია, რომ მუსიკოსი ლაჟვარდოვან სანაპიროზე ივლისიდან ისვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები