“ბოდიში, ფული არ გვაქვს, მაგრამ თქვენც არაფერი გაქვთ” – იტალიაში სახლის ქურდებმა მეპატრონეს წერილი დაუტოვეს

ჩრდილოეთ იტალიის პროვინცია პორდენონეში სახლის ქურდებმა მეპატრონეს წერილი დატოვეს, რომელშიც ბოდიშს უხდიან და სოლიდარობას უცხადებენ.

ამის შესახებ il Gazzettino წერს.

“ბოდიში, მაგრამ ფული არ გვაქვს და ჭამა გვინდა. მაგრამ ვხედავთ, რომ თქვენც არაფერი გაქვთ. მშვიდად იყავით”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც ჩანს ქურდებმა სახლში ღირებული ვერაფერი იპოვეს და მხოლოდ ყავის აპარატი და გრილი წაიღეს.

გამოძიება არ გამორიცხავს, ​​რომ ხელნაწერში გრამატიკული შეცდომები შეგნებულად იყოს დაშვებული მათთვის კვალის ასარევად, რათა ძალოვანებმა იფიქრონ, რომ ქურდობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჩაიდინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები