“უკრაინის გამარჯვება საქართველოს და მოლდოვის საკითხსაც მოაგვარებს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვას საკითხებს წერტილს დაუსვამს – პოლიტიკური გზით მათი ტერიტორიული აღდგენის პირობებს შექმნის.
ამის შესახებ მან ტელემარათონის დროს თქვა.
„ჩემი აზრით, უკრაინის გამარჯვება ამას წერტილს დაუსვამს. ეს იქნება ბელარუსის საკითხიც, გაყოფილი მოლდოვისა და საქართველოს საკითხს. უკრაინის გამარჯვება საშუალებას მისცემს პოლიტიკურ გადაწყვეტას აღადგინოს ამ სახელმწიფოების მთლიანობა“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ დასავლელი მოკავშირეები არ დაუჭერენ მხარს კიევს, თუ ის საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანს.
„არსებობს დიდი რისკი, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ დავრჩებით მარტო“, – თქვა მან.
ზელენსკის თქმით, პროგრესი და პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება ბრძოლის ველზე, „ყოველთვის ორმხრივია“. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები კიევის ნებისმიერი გამარჯვების ან კონტრშეტევის დაგვიანების ნაწილია.
ზელენსკი ამბობ, რომ დასავლელ მოკავშირეებს ესმით კონტრშეტევასთან დაკავშირებული ყველა სირთულე.
მას ასევე შესაძლებლად მიაჩნია ანექსირებულ ყირიმში „რუსეთის დემილიტარიზაციის მიღწევა“ პოლიტიკური საშუალებებით.