“ცუდია, რომ ნატოს კომუნიკეში აფხაზეთის თემა დაჯგუფებულია ე.წ. გაყინული კონფლიქტების თემასთან”

   ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ნატოს კომუნიკეს დადებით და უარყოფით მხარეებს სოციალურ ქსელში აფასებს.
“წავიკითხე ნატო-ს კომუნიკე დავწერ ჯერ პირველად დასკვნას, მერე კიდევ უნდა წამუშავება, წინა წლებს შედარება.
ახალი და კარგი ელემენტია, რომ ნატო იზრუნებს ჩვენი თავდაცვისუნარიაონბის გაუმჯობესებაზე. თან ეს კეთდება, როგორც დღევანდელი საფრთხეების არიდებისთვის, ასევე წევრობისთვის გვამზადებენ ამით.
ცუდია:
გაწევრიანების თვალსაზრისით არაფერი ახალი არ არის;
გამქრალია ასპირანტი ქვეყნების ფორმულირება. მეტიც მონტენეგროს (ერთ-ერთ ასპირანტს) ფაქტიურად მიიღებენ 2015 ში, ანუ დისპროპორცია გაჩნდა ჩვენს პოზიციებში.
აფხაზეთის თემა დაჯგუფებულია არა ყირიმის თემასთან (რაც სრულიად რეალისტური ამოცანა იყო სწორი დიპლომატიის პირობებშ) არამედ, ე.წ. გაყინული კონფლიქტების თემასთან.
ერთი ძალიან ცუდი ფორმულირებაა ზოგადად კონფლიქტებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ თავს შევიკავებ ამის სრულად დაწერისგან, დავაზუსტებ რაღაცეებს.
(საქართველოს პარაგრაფები 18, 31, 93,94)
დაზუსტება მინდა გავაკეთო: სწორ დიპლომატიურ მუშაობაში იგულისხმება არა ცალკეული დიპლომატები, მაგალითად ნატო-ში ელჩი ან საგარეოს წარმომადგენლები, არამედ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის დიპლომატიური მუშაობა, კერძოდ, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ყირიმი სხვა არის და აფხაზეთი სხვა, ვერცერთი დიპლომატი ვერ მიაღწევს კომუნიკეში ამ ორის დაჯგუფებას)”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები