საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები პრემიერ ლიგის 2014 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა
საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები პრემიერ ლიგის 2014 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონის სტატუსი ქართულმა გუნდმა დღეს გამართული ფინალური შეხვედრის შედეგად მიიღო, რაც მას უმაღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობას ანიჭებს.
КВН – ის ფინალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, მასში ექვსი გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ქართული ნაკრები საუკეთესოდ დასახელდა.
ცნობისთვის: საქართველოს ნაკრების КВН – ში მონაწილეობას, რუსეთში „ქართველთა კავშირი“-ს პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია აფინანსებს, რომელიც ფინალურ შეხვედრას პირადად დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა КВН -ში ქართული გუნდების მონაწილეობის ისტორიაში, როდესაც გუნდმა ჩემპიონის სტატუსი მაქსიმალური შეფასებით მოიპოვა.
დღეს გამართული ფინალური შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზე რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე გადაიცემა.
საქართველოს ნაკრები 2015 წლის იანვარში სოჭში დაგეგმილ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
წყარო “ფრონტნიუსი”