პუტინმა მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნების პირობა დაასახელა
რუსეთი მზად არის დაუბრუნდეს მარცვლეულის გარიგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მის წინაშე ყველა ვალდებულება რეალურად შესრულდება“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის ფორუმზე გამოსვლისას თქვა.
„18 ივლისის შემდეგ უარი ვთქვით ამ ე.წ. შეთანხმების შემდგომ გაგრძელებაზე და მზად ვიქნებით დასაბრუნებლად. მაგრამ დაბრუნება – მხოლოდ რუსული მხარის წინაშე ყველა ვალდებულების რეალურად შესრულების შემთხვევაში“, – განაცხადა მან.
პუტინის თქმით, „რუსეთს მიზანმიმართულად აფერხებენ მარცვლეულისა და სასუქების საზღვარგარეთ მიწოდებაში“ და „მარცვლეულის შეთანხმების არცერთი პირობა არ შესრულებულა, რუსეთის წინაშე არსებული ვალდებულებები იგნორირებულია“.