იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა
ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომღერლის მენეჯერის თქმით, მომღერალი San Raffaele-ს საავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
კუტუნიო მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა თავის ჰიტით “L’Italiano (Lasciatemi Cantare)”, რომელიც შესულია ალბომში “I Grandi Successi”.
მომღერალს საქართველოში რამდენიმე კონცერტი აქვს ჩატარებული.