“რუსეთს კიდევ უფრო დიადს ვხდით ყველა კონტინენტზე” – პრიგოჟინმა, სავარაუდოდ აფრიკიდან, ვიდეომიმართვა გაავრცელა
კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, არშემდგარი აჯანყების შემდეგ, პირველი ვიდეომიმართვა სავარაუდოდ აფრიკიდან გაავრცელა.
მიმართვას “ვაგნერთან” დაკავშირებული ტელეგრამის არხი ავრცელებს.
“ვმუშაობთ. ტემპერატურა +50-ია. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვიყვარს. “ვაგნერის ჯგუფი” ატარებს სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციებს. რუსეთს კიდევ უფრო დიადს ხდის ყველა კონტინენტზე, ხოლო აფრიკას კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხებისთვის. “ალ-ქაიდას” და “ისლამურ სახელმწიფოს” ვაშინებთ. სამუშაოზე ნამდვილ მებრძოლებს ვიღებთ და ვასრულებთ დასახულ ამოცანებს”,- ამბობს პრიგოჟინი.