საბერძნეთში ხანძრის ახალი კერებია – სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული

ათენის ჩრდილოეთით ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ Kathimerini-ი წერს.

ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე გაჩნდა და ძლიერი ქარის შედეგად სწრაფად გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად, სავარაუდოდ, ადგილობრივების სამუშაოები სახელდება.

ადგილზე 50-ზე მეტი მეხანძრე, 16 ტექნიკა, ორი სპეციალური თვითმფრინავი და ვერტმფრენი მუშაობს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ის ადგილობრივი ფერმერია.

ხანძარი საფრთხეს უქმნის ორ უახლოეს სოფელს – სკერფისა და სარანტის, მათი მაცხოვრებლების და ბანაკიდან ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს.

მეხანძრე-მაშველები ცდილობენ, ცეცხლი ამ დასახლებამდე არ მიუშვან.

გარდა ამისა, ახალი ხანძარი გაჩნდა კუნძულ ევბეაზე.

ასევე, ხანძართან ბრძოლა გრძელდება საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ალექსანდროპოლისთან, სადაც ცეცხლის გაკონტროლება არის გამოა გართულებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები