ერდოღანი იმედოვნებს, რომ პუტინთან შეხვედრა სექტემბერში შედგება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სექტემბერში გაიმართება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უნგრეთიდან დაბრუნების დროს განუცხადა.

“სექტემბერში გაიმართება G20-ის შეხვედრა ინდოეთში და გაეროს გენერალური ასამბლეა შეერთებულ შტატებში. თუ ამ დატვირთულ გარემოში მოხერხდა, ჩვენ შევხვდებით და ვისაუბრებთ ბატონ პუტინთან.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დროში შეხვედრის ადგილს და დროს განსაზღვრავენ.

მისი თქმით, ორი ლიდერის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინა და მარცვლეულის შეთანხმების საკითხია.

ბოლო დროს თურქული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ორი ლიდერს შორის სტამბოლში აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

დღეს, ასევე თურქული მედიასაშუალების ცნობით, სავარაუდოა, რომ ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს სტამბოლში არ შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები