ირანში ქალებს ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ
ირანში საპარლამენტო კომისიამ ჰიჯაბის ტარების შესახებ კანონის გამკაცრებას დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.
კანონი კონსტიტუციის დაცვის საბჭოს გადაეცა, რომელიც ისლამური სასულიერო პირებისგან და იურისტებისგან შედგება.
CNN-ი ადრე წერდა, რომ კანონპროექტი 70 მუხლისგან შედგება, რომელიც იმ ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარებაზე უარს ამბობენ, ჯარიმების მნიშვნელოვან ზრდას და გრძელვადიან პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონების ახალი პაკეტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე იქნება, ხოლო მნიშვნელოვნად გაიზრდება ჯარიმა – 360 მილიონ ირანულ რიალამდე (7800 ევრო).
კანონპროექტი ასევე ამკაცრებს ჯარიმებს ცნობილი ადამიანებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც არღვევენ კანონს და გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს დამრღვევთა გამოსავლენად.