ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციიდან არავინ ჩასულა შოვში, არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ჰაერზე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას

ოპოზიცია ითხოვს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს არაფერია, თუ არა ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება, – წერს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციიდან არავინ ჩასულა შოვში, არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ჰაერზე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბინძურ ბუნებას.

“ოპოზიცია ითხოვს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს არაფერია, თუ არა ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება! არც ერთი მათგანი არ ჩასულა ტრაგედიის ადგილზე, არც ერთი წამით. არც ერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ასე ჰაერზე ითხოვენ კომისიის შექმნას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბინძურ ბუნებას. წარმოიდგინეთ, რაღაც ტრაგიკულ მოვლენებზე ითხოვდე კომისიას და ნანახი არ გქონდეს, რა და როგორ მოხდა…”, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები