უნგრეთი აზერბაიჯანისგან გაზის შესყიდვას გაზრდის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტმა და ბაქომ მიაღწიეს შეთანხმებას უნგრეთში 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ.

ამის შესახებ “ინტერფაქს- აზერბაიჯანი” იტყობინება.

მინისტრის თქმით, უნგრეთი აზერბაიჯანთან პარტნიორობას დიდი ხანია, ავითარებს.

მან განაცხადა, რომ არსებობს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის მეოთხე კვარტალში უნგრეთი აზერბაიჯანიდან 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის.

“გარდა ამისა, არსებობს მკაფიო პოლიტიკური შეთანხმება, რომ მომდევნო პერიოდში შესყიდვები დაახლოებით 1 მილიარდ კ/მ-მდე გაიზრდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მიმდინარე წლის ივნისში SOCAR-მა და უნგრულმა MVM CEEnergy-მ გააფორმეს კონტრაქტი 100 მილიონი კუბური მეტრის მიწოდებაზე. მიწოდება მეოთხე კვარტალში დაიწყება.

სიარტომ ასევე თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულება შეჩერდება, უნგრეთისთვის გაზის მოცულობის გაზრდას სერბეთი დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები