მოსკოვის ოლქში დრონის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა
მოსკოვის ოლქში, ისტრისნკის რაიონში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტების ჩამოვარდნისას ორი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ფრაგმენტები “დოროჟნიკის” სახლს დაეცა.
ორი დაშავებულია. მამაკაცი ჰოსპიტალიზებულია, ქალს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მისივე ინფორმაციით, სამ სახლში მინებია ჩამსხვრეული, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა მანამდე დაწერა, რომ ორი დრონის ჩამოგდების შემდეგ არავინ დაშავებულა.