მოსკოვის ოლქში ორი დრონი ჩამოაგდეს
მოსკოვის ოლქში, რუზსკის და ისტრინსკის რაიონებში ორი დრონია ჩამოგდებული.
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ტელეგრამში წერს, რომ მომხდარს ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მისი ინფორმაციით, „საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვამდე ფრენის მცდელობისას დრონები ჩამოაგდეს. ნგრევა და დაშავებულები არ არიან”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ერთი დრონი რადიოელექტრონული საშუალებით გაითიშა, ხოლო მეორე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
დრონების იერიშის გამო, მოსკოვის აეროპორტებმა, “ვნუკოვომ” და “დომოდედოვომ” მუშაობა დროებით შეწყვიტეს. ამ დროისთვის მათი ფუნქციონირება განახლდა.
“როსავიაციაში” განაცხადეს, რომ სათადარიგო აეროდრომებზე 45 რეისი გაგზავნეს.