ბაღდადში ბილბორდზე რეკლამის მაგივრად პორნოფილმის ჩვენება დაიწყო

ბაღდადის დატვირთულ ქუჩაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე 19 აგვისტოს მოულოდნელად რეკლამის ნაცვლად პორნოფილმის ჩვენება დაიწყო.

BBC წერს, რომ ხელისუფლებამ დედაქალაქში ყველა ელექტრონული ბილბორდი დროებით გათიშა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა და განაცხადა, რომ ის იყო იმ ფირმის ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც ქალაქში ბილბორდებს ემსახურება.

პოლიციის ინფორმაციით, თანამშრომელს კომპანიასთან ფინანსური დავა ჰქონდა და, შურისძიების მიზნით, რეკლამის ნაცვლად ეკრანზე პორნო გაუშვა.

სააგენტო AFP-ის ერაყის სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პორნო ეკრანზე მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ტრიალებდა, ვიდრე ძალოვანებმა ბილბორდის კაბელი არ გადაჭრეს.

სააგენტოს ცნობით, ბილბორდები იქამდე იქნება გათიშული, ვიდრე სპეციალისტები არ გაერკვნენ, როგორ დაიზღვიონ თავი მსგავსი ინციდენტებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები