თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძარია
ამ წუთებში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძარია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. ტერიტორიაზე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.
როგორც საკითხის დაზუსტების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ცეცხლი მუყაოს ყუთს გაუჩნდა. სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახდინა, ადგილზე არავინ დაშავებულა.