ლუკაშენკომ აღიარა, რომ რუსული არმიის ნაწილი უკრაინაში ბელარუსიდან შეიჭრა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აღიარა, რომ ომის დასაწყისში რუსული შენაერთები უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, როგორც მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს.
„დიახ, ბელარუსის ტერიტორიიდან, [რუსეთის შეიარაღებული ძალების] ცალკეულმა ნაწილებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, რუსული შენაერთები ბელარუსში დაგეგმილი წვრთნების ფარგლებში იმყოფებოდნენ და უკრაინის საზღვარი წვრთნების დასრულების შემდეგ, 23-24 თებერვალს გადაკვეთეს.