ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან – ევაკუირებულია 4500 ადამიანი
ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, 4500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ეს არის ყველაზე რთული ხანძარი, რაც ჩვენ გვქონდა კანარის კუნძულებზე ბოლო 40 წლის განმავლობაში“, – განაცხადა რეგიონის ლიდერმა ფერნანდო კლავიხომ პრესკონფერენციაზე.
ხანძარმა, რომელიც ოთხშაბათს გაჩნდა, სულ მცირე 2600 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ხანძრის გავრცელებამ შეიძლება მათი შემდგომი ევაკუაცია გამოიწვიოს. ამიტომ, მათ ურჩევენ, რომ თვალყური ადევნონ საჯარო სამსახურის გაფრთხილებებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კანარის კუნძულებზე არსებულმა სიცხემ მრავალი ადგილი დააზიანა, რამაც ტყის ხანძრის რისკი კიდევ უფრო გაზარდა.