„დღეს მე მესამე ძმა მომიკვდა“ – მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი, მწერალი და რეჟისორი გიორგი ხარაბაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოთარ და თამაზ ჭილაძეების და – თინა ჭილაძე ავრცელებს.
„დღეს ძმები ახლიდან მომიკვდნენ! გოგი გარდაცვლილა, ხარაბაძე… თამაზის სიკვდილის მერე ისე არავინ დამდგომია გვერდში, როგორც ეს გოგიმ გააკეთა. დღეს მე მესამე ძმა მომიკვდა… ცრემლები მახრჩობს…რა ძნელი ყოფილა მწუხარების ფურცელზე გადატანა… სიტყვები არ მყოფნის… ნახვამდის, ჩემო ძმაო, იქ შეხვედრამდე…
თინა ჭილაძე, ხილიანი 2023 წლის 17 აგვისტო“, – წერს თინა ჭილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები