მაუიზე ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა(ფოტო)

მაუის კუნძულზე მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი მაუის პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავის მხრივ, მაუის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ბრედ ვენტურამ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში თუ ქარი გაძლიერდება.

გუბერნატორმა ჯოშ გრინმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაზარალებული ზონის, თითქმის 38%-ია შემოწმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები