რუსეთმა საკუთარი Shahed-ების წარმოება დაიწყო – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთმა ირანული დრონებისშაჰედის” მსგავსი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყო.

ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.

თუმცა აღინიშნება, რომ ჯერჯერობით რუსეთი ირანის შეიარაღებასა და კომპონენტებზეა დამოკიდებული.

“რუსეთი სავარაუდოდ, ცდილობს დრონების მომარაგების სტაბილურ უზრუნველყოფას მომდევნო თვეებში. თუმცა, ამ დროისთვის ის რჩება დამოკიდებული კომპონენტებზე და ყველა იარაღზე ირანიდან, ძირითადად კასპიის ზღვით მიწოდებულ იარაღზე”, – ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები