“მომავალში ნატოსთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების შესაძლებლობა აშკარაა” – ბელარუსის თავდაცვის მინისტრი

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ დასავლეთი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს იარაღში, ემზადება პირდაპირი სამხედრო შეტაკებისთვის, შესაბამისად, ნატოსთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების შესაძლებლობა ძალიან აშკარა ხდება.

ამის შესახებ მან საერთაშორისო უსაფრთხოების მოსკოვის XI კონფერენციაზე ისაუბრა.

„დასავლეთში ინტენსიური სამხედრო მზადება მიმდინარეობს, ამაში დიდი თანხები იდება. უნდა გვესმოდეს, რომ კაპიტალისტურ სამყაროში არავინ გაყინავს თავის აქტივებს იარაღში და გაბერილ არმიაში. აქედან გამომდინარე, ცალსახა დასკვნის გაკეთება შეიძლება – მომავალში ნატოსთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების შესაძლებლობა აშკარა ხდება”, – თქვა ხრენინმა.

მისივე თქმით, დღეს „ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია“, მაღალი თანამდებობის პირები დასავლეთის ნამდვილ გეგმებს აღარ მალავენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთადერთი ფაქტორი, რომელიც აკავებს დასავლეთის ქვეყნებს  ფართომასშტაბიანი ომისგან, არის მათ ქმედებებზე ბირთვული პასუხის საფრთხე.

”შემთხვევითი არ არის, რომ ბელარუსის რესპუბლიკა განიხილავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის დაბრუნებას თავის ტერიტორიაზე, როგორც ეფექტურ ფაქტორად სტრატეგიული შეკავების საქმეში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები