ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 30 სექტემბერს გაიხსნება

30 სექტემბრიდან – 8 ოქტომბრამდე, ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, მე-10 საიუბილეო სეზონს მუსიკის მოყვარულებთან ერთად აღნიშნავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ზღვისპირა ქალაქს 9 დღის განმავლობაში მოეფინება მუსიკის ჰანგები და მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე წარდგებიან ახალგაზრდა ტალანტები.
კონცერტების გარდა, მსმენელს შესაძლებლობა მიეცემათ, დაესწროს მასტერკლასებს, რეპეტიციებსა და გამოფენებს.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსეჯერ მოიპოვა მაღალი პატრონაჟი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები