მსახიობი და ჟურნალისტი თინათინ ელბაქიძე გარდაიცვალა
90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და ჟურნალისტი თინათინ ელბაქიძე. იგი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რადიოში. არის ავტორი კრებულებისა: „სხვა და სხვა“ (კრებული); „ჩემი კუნძული”; „ხმოვანი ქრონიკა“ (საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდის“ საგანძური).
თინათინ ელბაქიძე იყო: საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს პირველი მაუწყებლის, მთავარი რადიოს დიქტორი.
„ვუსამძიმრებ ყველა მის ახლობელს და მეგობარს, ვუსამძიმრებ მთავარი რადიოს თანამშრომლებს, ვისაც დღემდე ახსოვს მისი ხმა და მისი ძვირფასი მეგობრული თვისებები“, – აღნიშნავს გამოსათხოვარ სტატუსში საბავშვო მწერალი თინათინ ჭეჟია.
დაკრძალვა 17 აგვისტოს 13 საათზე. მის: ნუცუბიძის ქუჩა №72.