„ნაციონალური მოძრაობა“ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.
როგორც ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი წერილი უკვე დაარეგისტრირა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შინაგან საქმეთა მინისტრთან შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აქვს კითხვები. ერთ-ერთი კითხვაა – შოვში მეწყრული პროცესი განვითარდა 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე; საჯაროდ არსებული ინფორმაციის და თვითმხილველების განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს სამი საათის დაგვიანებით. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი?“, – აღნიშნულია განცხადებაში.