„ქართული დრამატურგია – ქართული თეატრის საფუძველი“ – მესხიშვილის თეატრი კონკურსს აცხადებს
მესხიშვილის თეატრი აცხადებს კონკურსს: „ქართული დრამატურგია – ქართული თეატრის საფუძველი“.
ინფორმაციას მესხიშვილის თეატრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
„საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის – „თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული მესხიშვილის თეატრი აცხადებს კონკურსს „ქართული დრამატურგია – ქართული თეატრის საფუძველი“.
დრამატურგთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ქართულად წერს და საუბრობს.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ორიგინალური ქართული პიესა, რომელიც არ გამოქვეყნებულა და არ დადგმულა არც ერთ თეატრში.
კონკურსის პირველ ეტაპზე ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო დრამატურგიულ ტექსტს.
კონკურსის მეორე ეტაპზე, მესხიშვილის თეატრის რეჟისორების და მსახიობების მონაწილეობით, თეატრის სცენაზე, მაყურებელთან ინტერაქციით, მოხდება შერჩეული საუკეთესო პიესების სცენური კითხვა.
კონკურსის მესამე ეტაპზე, სამი საუკეთესო დრამატურგიული ტექსტიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ავტორი.
კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება 2500 (ორიათასხუთასი) ლარით.
კონკურსანტმა ორიგინალურ პიესასთან ერთად, ელფოსტის მისამართზე l.meskhishvili.theatre@gmail.com უნდა წარმოადგინოს CV და ავტობიოგრაფია.
განაცხადების და საკონკურსო მასალების მიღების ვადა: 15.09.2023 – 25.09.2023
დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე.
ჟიური უფლებამოსილია, არ განიხილოს ნაშრომები, რომლებიც არ აკმაყოფილებს მის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დაწვრილებით იხ. თეატრის გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100070071993410