ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა.

მისივე თქმით,  წინა ხელისუფლებებმა ომის თავიდან არიდება ვერ მოახერხეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა. წინა ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს ომის თავიდან არიდება და საქართველოს 4 სხვადასხვა ომი ჰქონდა, სამოქალაქო იმის ჩათვლით, რამაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულობით უკან დახია. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი ომის თავიდან აცილებაა. ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნებისმიერი ნაბიჯი, განცხადება ემსახურება ამ მიზანს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები