თვითნასწავლი მხატვარი – გივი ფრანგიშვილი გარდაიცვალა
78 წლის ასაკში გარდაიცვალა თვითნასწავლი მხატვარი, ფერმწერი გივი ფრანგიშვილი. ინფორმაციას ფეისბუქგვერდი: „სამტრედია – ცნობილი სამტრედიელები“ ავრცელებს.
გივი ფრანგიშვილი, რომელსაც სამტრედიელ ფიროსმანს უწოდებდნენ, დაიბადა 1945 წლის 21 ივნისს, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სამტრედიაში.
წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო მრავალ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში – თბილისში, ქუთაისში, სამტრედიაში.
2005-2006 წლების ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერებაზე, ფესტივალის ლაურეატი გახდა. იყო პრეზიდენტის პრემიის ლაურეატი.
წერდა ლექსებს, უკრავდა და მღეროდა ფანდურზეც.