სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და „დინამო თბილისის“ ორგანიზებით, ფოთში ცურვის შემსწავლელი ფესტივალი მიმდინარეობს

ფოთში ცურვის შემსწავლელმა ფესტივალმა სტარტი აიღო. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, შემსწავლელი კურსები 19 ივლისს დაიწყო და 19 აგვისტომდე გაგრძელდება.

მათივე ცნობით, მასში მონაწილეობას ფოთში მცხოვრები 5-იდან 15 წლამდე ასაკის ნებისმიერი მოზარდი მიიღებს.

„პროექტს ახორციელებს „დინამოს“ ცურვისა და წყალბურთის აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, 400-მდე ბენეფიციარი უკვე შეირჩა და მათთვის ცურვის შემსწავლელ პროგრამას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „დინამოს“ აკადემიის მწვრთნელები წარმართავენ.

ცურვის ფესტივალისთვის აგრეთვე გადამზადდნენ ადგილობრივი მწვრთნელები და გაიარეს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი. სწავლების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ფოთის აუზზე მომუშავე მწვრთნელებიც.

აღსანიშნავია, ცურვის შემსწავლელი ფესტივალი საქართველოში წელს პირველად ტარდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები