აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად კოალიციას შექმნის

ამერიკა ტერორისტული დაჯგუფების „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად კოალიციას შექმნის. ამის შესახებ ნატოს სამიტზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა. ქერიმ 10 ქვეყნის – ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, დანიის, იტალიის, კანადის, პოლონეთის, აშშ-ს, თურქეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებს მიმართა.
„ჩვენ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე შეტევა უნდა განვახორციელოთ, რათა არ დავუშვათ მათ მიერ ახალი ტერიტორიის დაპყრობა, იმისათვის რომ ერაყის უშიშროების ძალებმა და სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც მზად არიან მოქმედებისთვის რეგიონში და არ გამოიყენებენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, მხარი დავუჭიროთ“, – აქვეყნებს ქერის ციტატას „იტარ-ტასი“.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ კოალიციის ქვეყნები ერაყის ტერიტორიაზე საკუთარი შეიარაღებული ძალების შეყვანას არ აპირებენ.

10654135_829111427129097_996107488_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები