რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს სომეხთა კათალიკოსმა მიუსამძიმრა

რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ მიუსამძიმრა.

სომეხთა კათალიკოსი სამძიმრის წერილში დიდ მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და აღნიშნავს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია უსამძიმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და ქართველ ხალხს და ლოცულობს, რათა ღმერთმა ნუგეში და შვება მისცეს დაღუპულთა ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები