პოროშენკო მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცეს (ვიდეო)
პოროშენკო მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება დღესვე გასცეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე გააკეთა განცხადება. მშვიდობიანი მოგვარების გეგმებს მხარს ასევე ალიანსის გენერალური მდივანიც უჭერს. გამოცემა „ვესტის“ ცნობით, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შვიდპუნქტიან სამშვიდობო გეგმასაც მიესალმება, თუმცა რასმუსენი განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ მას რუსეთის ბოლომდე არ სჯერა. სააგენტო „ვესტი“ იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ არავის უთქვამს რას გულისხმობს პოროშენკოს სამშვიდობო გეგმა და პუტინის გეგმისგან რით გამოირჩევა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7VikDQpT5jY” width=”560″ height=”315″]