მაშველებმა სტიქიის ზონაში ადამიანის სხეულის ნაწილი იპოვეს

შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი და ასევე, ადამიანის სხეულის ნაწილი, ქვედა კიდური იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
“აღმოჩენილია ცხედარი მდინარე რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის, ცხედრის ამოსვენების ღონისძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის, შოვში მომხდარი სტიქიას ოფიციალური მონაცემებით 22 ადამიანი ემსხვერპლა.სტიქიის ზონაში კიდევ 11 ადამიანს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები