კვიპროსზე კორონავირუსის კატების შტამს ადამიანებისთვის შექმნილი Covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით ებრძვიან

კვიპროსზე ვეტერინარები ადამიანებისთვის შემუშავებული Covid-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოყენებას კატებზე იწყებენ, რადგან კუნძულზე კორონავირუსის კატების შტამის გავრცელება დიდ პრობლემად იქცა.

ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

კვიპროსზე კატებში კორონავირუსის აფეთქება იანვარში ნიქოზიაში დაფიქსირდა. მომდევნო რამდენიმე თვეში ის მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ეპიდემიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ არის დაავადების შემთხვევები ისეთ კატებშიც კი, რომლებსაც გარეთ არ უშვებენ.

კატების გადასარჩენად წამლების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კატებში ინფექციური პერიტონიტი მასობრივად გავრცელდა, რაც კატების შტამის გართულების საგანგაშო  მაჩვენებელია. მკურნალობის გარეშე, შედეგები, თითქმის ყოველთვის ფატალურია.

კვიპროსის ვეტერინარულმა სამსახურებმა მედიკამენტის პირველი პარტიები, კატების საერთაშორისო დღეს მიიღეს.

მთლიანობაში, კატების გადასარჩენად 80 000 დოზა გამოიყო.

მიუხედავად იმისა, რომ კატის მუტაციური კორონავირუსი ადამიანს არ გადაეცემა, Covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატმა ​მოლნუპირავირმა დადებითი შედეგები კატების მკურნალობაშიც აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები