მარიუპოლთან ბრძოლების შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა
ბოლო 24 საათის განმავლობაში მარიუპოლთან ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების და მებრძოლების შორის ბრძოლებში 7 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ეს მონაცემები პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ დონეცკის ოლქში კონსტანტინ ბატოზსკიმ ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა.
როგორც ბატოზსკიმ განაცხადა, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი რაოდენობა 20-ს აღემატება. ეს მონაცემები თავდაცვის და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომაც დაადასტურა.