ნატოს 7 წევრი-ქვეყანა სწრაფი რეაგირების გაერთიანებულ სამხედრო ძალებს შექმნის
უელსში ნატოს სამიტის მიმდინარეობისას ალიანსის 7-მა წევრმა-ქვეყანამ: ესტონიამ, ლატვიამ, ლიტვამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა სწრაფი რეაგირების გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ „ობოზრევატელმა“ გაავრცელა.
„უშიშროების ახალ შეცვლილ სიტუაციაში ნატოს რეაგირების პოტენციალი უნდა გაიზარდოს. გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ფორმირება კონკრეტული ნაბიჯია ამ მიმართულებით“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა სვენ მიქსერმა.
დიდი ბრიტანეთის ინიციატივით, ახალი შეიარაღებული ფორმირება უახლესი რამდენიმე წლის განმავლობაში შეიქმნება. ეს ფორმირება 7 ქვეყნის სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების ქვედანაყოფებისგან დაკომპლექტდება. მისი მიზანი – ნატოს ნებისმიერი წევრ-ქვეყნისთვის გაჩენილ სამხედრო საფრთხეზე, ასევე სტიქიურ უბედურებებზე და ჰუმანიტარულ კრიზისებზე სწრაფი რეაგირება იქნება.