მოსკოვის მახლობლად ქარხანაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი, სულ მცირე 16-მდეა გაზრდილი
მოსკოვის მახლობლად, სერგიევ პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი, სულ მცირე 16-მდეა გაზრდილი.
ინფორმაციას ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
Baza-ს ცნობით, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა.
ტელეგრამ არხი 112 იტყობინება, რომ შენობაზე იერიში, სავარაუდოდ დრონმა მიიტანა, თუმცა სამთავრობო TASS-ის წყარო ამ ინფორმაციას უარყოფს.
ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.
დილიდან კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მახლობლად ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.