გერმანიაში 300-მდე რეისია გადადებული (ვიდეო)

გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანსამ“ ბორტგამცილებლების გაფიცვის გამო ქვეყნის უდიდეს აეროპორტებში 300-მდე რეისი გადადო. ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია. ვიდეოკადრები კი „ევრონიუსმა“ გაავრცელა. ბორტგამცილებლებმა გაფიცვა ბერლინში, ფრანფურკტში და მიუნხენში მოაწყვეს. გადადებულ რეისებს შორის ასევე სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვი – ფრანკფურტის მიმართულებით რეისები აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ ბორტგამცილებლების მოთხოვნებს კომპანიის ხელმძღვანელობა არ გაითვალისწინებს, ისინი უვადო გაფიცვის მოწყობით იმუქრებიან. ბორტგამცილებლები ხელფასის 5 % – ით გაზრდას ითხოვენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Xu2KE_RRGMc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები