რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
პირველ ოქტომბერს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 11 აგვისტოს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური სახით, ასევე, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით – konkursi.cec.gov.ge. გორის, კასპისა და გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიებმა საერთო ჯამში უნდა აირჩიონ საუბნო საარჩევნო კომისიების 1 064 წევრი, მათ შორის 399 ხელმძღვანელი პირი.
კონკურსის პირობების, ვადებისა და არჩევის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ასევე კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.