პოროშენკო ნატოსთან „მაღალი სიზუსტის“ ცეცხლსასროლი იარაღის მოწოდებაზე შეთანხმდა

ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ „მაღალი სიზუსტის“ იარაღის მოწოდებაზე შეთანხმების მიღწევა შეძლო. ამის შესახებ პოროშენკომ ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის არალეტალური და ლეტალური შეიარაღების მოწოდებაზე – „მაღალი სიზუსტის იარაღის “ჩათვლით, ნატოს წევრ-ქვეყნებთან შეთანხმება ორმხრივ დონეზეა მიღწეული“, – განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ნატოს წევრები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობას ინარჩუნებენ. გარდა ამისა, ნატოს წევრები მოსკოვის მხრიდან ნებისმიერ ცალმხრივ სამხედრო ან ზედამხედველობით ქმედებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები