პოლონეთის მთავრობა ბელარუსსა და რუსეთს პოლონეთის გავლით ევროკავშირში მიგრანტების შედინებაში ადანაშაულებს
პოლონეთმა, ბელარუსისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, პოლონეთის საზღვრის გავლით, ევროკავშირში მიგრანტების შემოდინების ორგანიზებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ოპერაციაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება“, – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაჩეი ვოსიკი.
მისი თქმით, ვითარება „დღეს ისეთი ქაოსური არ არის, როგორც ორი წლის წინ იყო“, როდესაც ათასობით მიგრანტი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე დარჩა, თუმცა შეშფოთებას მაინც იწვევს.
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის უფროსმა, ტომაშ პრაგამ განაცხადა, რომ ბელარუსის საიდუმლო სამსახურები იქცა „კრიმინალურ ჯგუფად იქცნენ, რომელიც არალეგალურ იმიგრაციას ახორციელებს“ და „მისგან დიდ მოგებას იღებს“.
პრაგას მონაცემებით, წელს ბელარუსიდან პოლონეთში შესვლა 19 000-მა მიგრანტმა სცადა მაშინ, როდესაც 2022 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 16 000-ს შეადგენდა.