მარიუპოლთან ბრძოლების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ
ეუთოს ინფორმაციით, მარიუპოლთან ბრძოლების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ამ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
„ცეცხლი სოფლებთან – შიროკინო და ბეზიმიანოე მარიუპოლთან იყო გახსნილი, რის შედეგად სოფლების დიდი ნაწილი დანგრეულია და მშვიდობიანი მოსახლეობაა დაღუპული“, – ნათქვამია ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიის ანგარიშში.
ადგილობრივმა მოსახლეებმა მისიის ექსპერტებს დღის განმავლობაში დაახლოებით 50-60 აფეთქებაზე უამბეს. ბრძოლების შედეგად სოფელ შიროკინოში ელექტროსადგურია დანგრეული, სოფელი დენის გარეშეა დარჩენილი. ეუთოს მონაცემებით, სოფელს არც უკრაინული ჯარები, არც შეიარაღებული ფორმირებები არ აკონტროლებენ.