ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობაზე“: იმდენიც კი არ იკადრეს, რომ ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე ტაშ-ფანდური გადაედოთ – მთელი კოჰორტა შეკრებილა და ლევან ანთაძის შვილის ქორწილს აღნიშნავენ

ზუსტად ამ წუთებში, როდესაც მთელი საქართველო შოვში, დამანგრეველი სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობს, მთელი კოჰორტა შეკრებილა და „ნაცების“ აქტიური მხარდამჭერის, ლევან ანთაძის შვილის ქორწილს აღნიშნავენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ იმდენიც კი არ იკადრა, რომ ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე ტაშ-ფანდური გადაედოთ.

„ზუსტად ამ წუთებში, როდესაც მთელი საქართველო შოვში, დამანგრეველი სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობს და როდესაც, 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მთელი აჭარის „ნაცმოძრაობა“, მათ შორის თბილისიდან ჩასული „ნაცების“ თანხლებით „მეგრულ-ლაზურ“ რესტორანში ქეიფობენ. დიახ, მთელი კოჰორტა შეკრებილა და „ნაცების“ აქტიური მხარდამჭერის, ლევან ანთაძის შვილის ქორწილს აღნიშნავენ…

იმდენიც კი არ იკადრეს, რომ ტაშ-ფანდური გადაედოთ ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე, არადა ზუსტად ვიცი, „ოცნების“ რომელიმე წევრს სადმე საჭმელი რომ ეჭამა, ნაცზონდერები ციმბირს უკან დაატოვებინებდნენ…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები