ლევან ნიკოლეიშვილი: აჭარის „ნაცმო“ და ჩასული „ნაცები“ „მეგრულ – ლაზურში“ ქეიფობენ, ქორწილი აქვთ და გრიალებენ – არ მიკვირს, რადგან ყველა „ნაცი“ არის უსამშობლო მანქურთი, მათთვის ტრაგედია არის პოლიტიკური ქულების დასაწერი რამ, გარდაცვლილები არ ადარდებთ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რესტორან „მეგრულ-ლაზურში“ ქორწილს აღნიშნავენ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მსგავსი საქციელი არ უკვირს, ვინაიდან ამ პარტიისთვის, ტრაგედია პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებაა და გარდაცვლილები არ ადარდებთ.

„ის, რასაც ახლა აჭარის „ნაცმო“ და ჩასული „ნაცები“ აკეთებენ „მეგრულ – ლაზურში“, ვინმეს გიკვირთ? მე არა. იკითხავთ რას აკეთებენო? რას და ქეიფობენ, ქორწილი აქვთ და გრიალებენ. ჰოდა არ მიკვირს, რადგან ყველა „ნაცი“ არის უსამშობლო მანქურთი, მათთვის ტრაგედია არის პოლიტიკური ქულების დასაწერი რამ, გარდაცვლილები არ ადარდებთ. ჰოდა „ნაცებო“, მიდი იგულავეთ, თქვენი უსისხლო დედა ვატირე“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები