თამთა მეგრელიშვილი: მივმართავ გიგა მაქარიანს – ცნობილ თაღლითსა და უკრაინაში, ომის მიმდინარეობისას ხელის მომთბობ ნაძირალას – შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო, რა დროს ფეხბურთია?

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელი თბილისის მერ კახი კალაძეს შოვში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე ლონდონში არყოფნასა და უკრაინის მხარდამჭერ საფეხბურთო მატჩზე არდასწრებას უწუნებს.

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, უმძიმესი ტრაგედიის დროს ფეხბურთის მატჩზე დასწრების მოთხოვნა ნაძირალობაა.

„ახლა მივმართავ გიგა მაქარიანს – ცნობილ თაღლითსა და უკრაინაში, ომის მიმდინარეობისას ხელის მომთბობ ნაძირალას – შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო, რა დროს ფეხბურთია?

დააკვირდი კარგად, სად არის კახი კალაძე! არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს, ანუ შოვში.

ფეხბურთი იმან ითამაშოს ამ უმძიმეს დროს, ვისაც უნდა.

შენ კი უკანასკნელ ნაძირალად დარჩები მუდამ!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები