დავით ქართველიშვილი: ჯერ არ დასრულებულა სამძებრო სამუშაოები, ჯერ მიცვალებულებში ვერ ვიხსენიებთ დაკარგულებს, ჯერ მიწას ვერ მივაბარეთ დაღუპულები, მათ შორის ბავშვები – ლეშიჭამიები რაღაც კომისიაზე გველაპარაკებიან

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილის ინიციატივას, რომ შეიქმნას შოვის ტრაგედიის მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მაშინ, როდესაც რაჭაში დაკარგულებს ჯერ კიდევ ეძებენ, ხოლო დაღუპულებს გლოვობენ, ამ ფონზე რაღაც კომისიის შექმნაზე საუბრის დაწყება პოლიტიკური ლეშიჭამიობაა.

„ჟოზეფ ბორელი საქართველოში მეწყრით გამოწვეულ ტრაგედიას მსოფლიო კლიმატის ცვლილებას უკავშირებს.

პეტრე ცისკარიშვილი შოვის ტრაგედიის მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას აანონსებს.

ჯერ არ დასრულებულა სამძებრო სამუშაოები, ჯერ მიცვალებულებში ვერ ვიხსენიებთ დაკარგულებს, ჯერ მიწას ვერ მივაბარეთ დაღუპულები, მათ შორის ბავშვები – ლეშიჭამიები რაღაც კომისიაზე გველაპარაკებიან.

ამ ორი ნიუსის შეჯამებით, საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტის წევრი მსოფლიო კლიმატური ცვლილებების შემსწავლელ კომისიის შექმნას შეეცდება.

იმედია, „ემპათიის“ მორიგე ფსიქიატრები ამ მომენტისთვის ადგილზე გვეყოლება…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები