ტელეკომპანია „რენ – ტვ“-ს გადამღები ჯგუფი დონეცკში სროლაში მოყვა
ტელეკომპანია „რენ – ტვ“-ს გადამღები ჯგუფი დონეცკთან სროლაში მოყვა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამის შესახებ ტელეკომპანია საკუთარ ვებგვერდზე წერს.
„რენ ტვ“-ს ცნობით, მათმა კორესპონდენტმა პირადად დაინახა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების მიუხედავად, სროლები უკრაინაში კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სულ 4 რუსი ჟურნალისტი დაიღუპა.