სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც მეოთხე დღეა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 200-ზე მეტი პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.